მაა.. ❤❤❤ მენატრებიი ❤❤
ჩემგან შორსა ხარ, ისე როგორც წასული წლები,
ნეტავ იცოდე რომ სულ ყველგან შენ მელანდები,
სასაფლაოზე დავდივარ და კვლავ გეფერები,
ცივ ქვას სდინდება წვიმასავით-ცხელი ცრემლები...
შენგან რა დამრჩა???
მოგონება და ფიქრი მტანჯველი,
სურათები და დაღდასმული ბავშვობა ბნელი,
დიპლომები, მედლები და კაცის სახელი,
სასაფლაო და ანთებული მწველი სანთლები!!!
ჩემს გულის სათქმელს გადმოსცემენ თეთრი ფურცლები
და ცაში ფრენენ ჩვენი ქაღალდის თვითმფრინავები,
მანდ მოაღწევენ, წაიკითხავ და აღელვდები,
გაგიხარდება და ბავშვივით შენც ატირდები...
ასე გაივლის მრავალი წელი, თვე და კვირები,
და კვლავ ვიდგები შენს საფლავთან ლამაზ ფიქრებით,
ვეღარ გავუძლებ უშენობას და ავყვირდები,
რომ უსაშველოდ ჩემო მამიკო მე შენ მჭირდებიი... !
თ.პ