დღეის მდგომარეობით სამინისტროს მზად აქვს მსგავსი პროექტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში: თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში.
ჩვენ გვინდა დევნილ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია სამინისტროს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შესახებ, რისთვისაც სამინისტრო ეტაპობრივად გაასაჯაროებს ყველა პროექტს და მაქსიმუმს გააკეთებს მათი უმოკლეს ვადებში განხორციელებისათვის.
მიმდინარე წელს დაიწყება ქ. თბილისში, კრწანისის დასახლებაში მდებარე მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. პროექტი დამთავრდება 2016 წლის სექტემბერში და 2 088 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ, კომფორტულ ბინას.